Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


zvavTa mxareSi
1

რეჟისორ სიკო დოლიძის 1931 წლის ფილმი.

siuJeti

წითელარმიელი გოგოთური მოუწოდებს სოფლელებს, შეუერთდნენ სასოფლო-სამეურნეო კომუნას. მთიელი ბობოლები გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ სოფლად კომუნის ჩამოყალიბების ორგანიზატორებს, მაგრამ საქმე ისე შეტრიალდება, რომ ჩამოწოლილი ზვავი უფსკრულში ჩაიტანს შეკრებილ კულაკებს. ამრიგად, სტიქიური ძალების ხელშეწყობით დაძლეულია უკანასკნელი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდა მშრომელების გაერთიანებას კომუნაში.

rolebSi

  • ა. ბეზირგანიშვილი (ბექირი–ხევისბერი)
  • ა. მაისურაძე (გოგოთური)
  • ოლღა კეჟერაძე (გოგოთურის და)
  • ზაალ ტერიშვილი (დათვია)
  • ილია მამფორია (დასტური–წმინდა ქალის დარაჯი)

gadaReba

სიკო დოლიძემ ცნობილ ქართველ ეთნოგრაფ ნიკო მაკალათიასთან ერთად მოიარა ზემო ფშავი და მონიშნა გადასაღები ადგილები. გადაღებები კარგად მიდიოდა, მაგრამ ზვავის გადაღებისას გადამღები ჯგუფის წევრები დაიღუპნენ. სასწაულებრივად გადარჩნენ მსახიობები გიორგი ბეზირგანიშვილი, ფილიმონ ყაჭეიშვილი და ვალიკო ჭიჭინაძე.

 

ixileT aseve